შაბათი, ივნისი 06, 2026

DRC: რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო


DRC: რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო

დემოკრატიის კვლევის ცენტრის განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო. "4 დეკემბერს, აფხაზეთის ე.წ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბის სხდომაზე, ე.წ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, მოსახლეობა გააფრთხილა განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ. ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო აფხაზეთს საკმარისი ენერგია არ მიეწოდება. ე.წ. ხელისუფლებას მოუწია რუსეთიდან გაცილებით მეტი ელექტროენერგიის შეძენა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციებისა და დაფინანსების შეწყვეტის შედეგად კი ე.წ აფხაზეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა ღრმა ენერგო და ფინანსურ კრიზისში გაახვია. 11 დეკემბრიდან აფხაზეთის მოსახლეობა დენით დღის განმავლობაში 2 საათი და 48 წუთის განმავლობაში ისარგებლებენ, ხოლო, 21:00-დან დილის 07:00- მდე დენის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გარდა ენერგოკრიზისისა, აფხაზეთში სერიოზული ფინანსური კრიზისია. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს რუსეთისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, საკმაოდ გაუჭირდება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. მან აღნიშნა, რომ ნოემბრიდან რუსულმა მხარემ პრაქტიკულად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით, პენსიების გარდა",_ აცხადებს დემოკრატიის კვლევის ცენტრი.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია