- მაისი 04, 2026
“სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა” – ავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა
- ივლისი 26, 2025
- , საზოგადოება
ხობში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გამთენიისას "არქიმედეს" კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" დაუდასტურეს კლინიკაში. "სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა" - "განუცხადეს "გურია ნიუსს" კლინიკაში. გარდაცვლილი ბავშვი, სამი წლისაა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.