შაბათი, ივნისი 06, 2026

“საქართველო დადექი”- თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა


“საქართველო დადექი”- თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა

"საქართველო დადექი" - საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლიც პარლამენტის წინ გაიმართება. "საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება - და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი - ციხეში. დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა - ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების. 29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდი რუსთაველის გამზირზე, წამოიღე პლაკატი, მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!" - წერია ღონისძიების აღწერაში.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია