შაბათი, ივნისი 06, 2026

“რაც აცვიათ, ის დარჩათ”- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა


“რაც აცვიათ, ის დარჩათ”- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ვან-ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც "გურია ნიუსს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან ხაჯიბეგოვმა განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. "სახლი დაიწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ",_ ამბობს ამირან ხაჯიბეგოვი. კითხვაზე, თუ რით დაეხმარება მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, მერის წარმომადგენელმა პასუხის მისაღებად მერიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. ვიდრე პრესსამსახური ინფორმაციას მოგვაწვდის, ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ ამბავს სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთში გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე. "მუნიციპალიტეტის მერია მიაქცევს შესაბამის ყურადღებას ოჯახს",_ წერს "გურია ნიუსის" ფეისბუქგვერდზე კომენტარში დავით შარაშიძე. "გურია ნიუსი" დეტალებს აზუსტებს და ინფორმაციას მერიის პრესსამსახურისგან პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ. ხანძრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის" ერთ-ერთი წევრი წერს: "მოგესალმებით ჩემო კეთილო ადამიანებო..იქნებ გულთან მიიტანოთ ეს ამბავი ...დღეს ჩოხატაურის რაიონში სოფელ ვან_ზომლეთში მოხდა ხანძარი....დარჩა მამა- შვილი უსახლკაროდ, ღამის გასათევი არ ააქვთ... ყველაფერი დაეწვათ რაც ჰქონდათ..მხოლოდ რაც აცვიათ ის დარჩათ...ბავშვი არის 11 წლის ბიჭი...იქნებ დროებით რამე გამოუნახოთ, სანამ რამეს იზამს...მერია დაპირდა აშენებას მაგრამ მანამდე ხომ უნდა საარსებო წყარო..იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გულთან მიიტანოთ ეს ამბავი.. გთხოვთ, გადავაზიაროთ ყველამ". [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია