შაბათი, ივნისი 06, 2026

“მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა” – რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?


“მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა” – რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

ლას ვეგასში, UFC 317-ზე, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია. ბრძოლის შემდეგ "ელ მატადორმა" ჟურნალისტებთან ისაუბრა. "დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ იქ მალე ჩავალ და ყველას ჩავეხუტები. დავამარცხე ისეთი მებრძოლები, როგორებიც ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა არიან, ამის თქმა ბევრ ადამიანს არ შეუძლია. ვინ მსურს შემდეგ მეტოქედ? პედი პიმბლეტი. მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა და ამას ესპანეთში სიამოვნებით გავაკეთებდი. ოლივეირა? ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ვთქვი, რომ პირველივე რაუნდში დავანოკაუტებდი და ჩემი სიტყვა შევასრულე", - განაცხადა თოფურიამ. ილიამ MMA-ში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, აქედან 7-ჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა. წყარო: sportall.ge



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია