შაბათი, ივნისი 06, 2026

“ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა დავწერო“ – ილია თოფურია


“ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა დავწერო“ – ილია თოფურია

UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ მაშინდელ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებდა. ამაზე პასუხად, 27 წლის მებრძოლმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გახდა, უკვე ახალი მიზანი აქვს და ეს ლეგენდად გახდომაა. „ამ ბრძოლამდე, ჩემი მიზანი იყო, გავმხდარიყავი UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა, ახლა, მე უკვე ვარ ჩემპიონი, ასე რომ, უკვე სხვა მიზნები მაქვს. მინდა, ლეგენდა ვიყო. სულ ცოტა ხნის წინ ისტორია დავწერე, ახლა კი დროა, ლეგენდა დავწერო“, - თქვა თოფურიამ. წყარო:newposts.ge



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია