- მაისი 04, 2026
“ფეხებით არის დასაკიდებელი ივანიშვილი”-სააკაშვილი
- სექტემბერი 08, 2021
- , საზოგადოება
„ვიმყოფები საერთაშორისო ფორუმზე პოლონეთში, სადაც გამოსვლა მაქვს, უამრავი ქართველი შემხვდა ვარშავის და ვროცლავის აეროპორტებში. მასობრივად მიდის ხალხი გერმანიაში და პოლონეთში. ფეხებით არის დასაკიდებელი ივანიშვილი დემოგრაფიული კატასტროფისთვის, რომელიც მოუწყო საქართველოს - ჩაიდინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ისტორიული დანაშაული საქართველოს ისტორიაში! იმდენი ქართველის გაყვანას, რამდენიც ივანიშვილის დროს გავიდა ბოლო 3-4 წელიწადში, ჩვენმა ფეოდალებმა შუა საუკუნეებში, მონებით ვაჭრობის დროს მოანდომეს ოთხმოცი წელი - ამან, ყველა რეკორდი მოხსნა! ყველა ერთი და იგივეს მეკითხებოდა „როდის დავბრუნდებით საქართველოში?“ „დაგვაბრუნეთ საქართველოში“ იმისათვის, რომ მეტი აღარ წამოვიდეს აუცილებლად ჩავალთ საქართველოში და აუცილებლად შევცვლით იქ სიტუაციას რაც არ უნდა დაგვიჯდეს!“- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.