შაბათი, ივნისი 06, 2026

“ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც”- ირაკლი კუპრაძე


“ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც”- ირაკლი კუპრაძე

"გორბის" ჩატარებულ კვლევას "ლელო-ძლიერ საქართველოში" ეხმაურებიან. “ჭეშმარიტება რამდენიმე პუნქტად: “გორბის” ყველა კვლევა იყო და არის ყალბი! ყოველთვის ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც. “გორბი” პირველ რიგში აყალბებს “ქართული ოცნების” რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში “ოცნებას” 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%. “ოცნება” წაგებული პარტიაა. გამყალბებელი ორგანიზაციის შედეგებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასკვნების გამოტანა კი მხოლოდ 2 მიზეზით შეიძლება მოხდეს: 1. პოლიტიკური და პარტიული სპეკულაცია, რაც სოციალურ ქსელში მრავლად ვნახე. 2. ვინც “გორბიზე” სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და მსხვერპლად, რასაც “გორბი” და ივანიშვილი ისახავს მიზნად. არცერთი ვერსია არ არის მომხიბვლელი. იმედია, ამას სწორად გაიაზრებს ოპოზიციური საზოგადოება, რომ “გორბის” სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია",_ აცხადებს ლელო -ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. კუპრაძის განცხდება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
newslab.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
newslab.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია