სამართალი
როცა ალექსანდრე II მოკლეს გრიგოლ ორბელიანმა ის ცხარე ცრემლებით დაიტირა: ,,ოჰ ღმერთო ჩემო, სადღაა იგი? თავისსავე სატახტო ქალაქში, თავის ერთგულ ხალხს შორის, კანვოის ხლებით, კვდება საზიზღარ ბოროტ-მოქმედთაგან, ლუკმა-ლუკმად დაგლეჯილი, სახე-დამახინჯებული! მოკვდა განათლებულ ევროპის ჰუმანიურ შვილთა მიერ გამოგონილ ჯოჯოხეთურ მანქანის წყალობით-ო!” ისალფრედ ნობელის მიერ შექმნილ დინამიტზე ამბობს ალბათ (თუმცა უნდა ვთქვა რომ ბომბები ადგილობრივი ქიმიკოსის მიერ იყო გაკეთებული), და შემდეგ მოსთქვამს: ,,არ ვიცი, რა ღვაწლითა და საქმით გადაჰრეცხს რუსეთი ამ სამარცხვინო ჩირქს თავის ისტორიასა“