- ნოემბერი 25, 2024
ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა _ ვიდეოკადრები ადგილიდან
- თებერვალი 03, 2023
- , სამართალი
რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა. ფიცრულში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.