- ნოემბერი 25, 2024
უკრაინაში კორონავირუსს 112 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- მაისი 08, 2023
- , სამართალი
COVID-19-ის პანდემიის დასრულების შესახებ განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ვაქცინაცია,_ ამის შესახებ განაცხადება გააკეთა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერხი დურაბოვმა. „პარასკევს, 5 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ COVID-19 აღარ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის არსად წასულა, ხალხი აგრძელებს ავადობას მთელ მსოფლიოში. პანდემიის დაწყების შემდეგ, 112 000-ზე მეტი უკრაინელი გარდაიცვალა COVID-19-ით და არ შეიძლება ითქვას, რომ უნდა დავივიწყოთ COVID. ვაქცინაცია არის SARS-CoV-2 ვირუსით ინფექციისგან დაცვის ეფექტური საშუალება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. მინისტრის მოადგილემ შეახსენა, რომ უკრაინაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი 30 ივნისამდე გრძელდება და ეს გადაწყვეტილება მომავალში გადაიხედება.