- ნოემბერი 25, 2024
თხილის ფასმა დაიკლო _ რა ხდება მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში
- აგვისტო 02, 2021
- , სამართალი
გუშინ და ამ დილით ოზურგეთში თხილის ფასი 10-20 თეთრით ნაკლებია, ვიდრე აქ წინა დღეებში იყო. ზოგ პუნქტში თხილს 3,60, ზოგან 3,70 ან 3, 80 ლარად იბარებენ. გასულ კვირაში ერთ კილოგრამს 3.90 ლარად, ზოგან კი 4 ლარადაც იბარებდნენ. ოზურგეთელი თხილის მიმღები ოპერატორები ამბობენ, რომ ეს არაა ისეთი კლება, საწუწუნო იყოს, უფრო არ დაიკლოს, ინატრეთო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, როგორც შეგვატყობინეს, ერთ კილოგრამს 3 ლარადაც ძლივს იბარებდნენ. _ფასი დაეცა _ 3 ლარი ღირს, ისიც მაღაზიებში თუ მიიტან სადღაც-სადღაც. სპეციალურად ჩასაბარებლად კი მხოლოდ კვირაობითაა ბაზარი, _ გვაცნობეს ჩოხატაურიდან . თხილის ფასი სამტრედიაშიც დაეცა: _ სულ არ იბარებდნენ გუშინ. ერთხელ მიიღეს ერთი კილოგრამი 3,50 ლარად. მერე გვითრეს, რომ კარგად გააშრეთ და ისე მოიტანეთ ჩასაბარებლადო, _ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს სამტრედიიდან. რაც შეეხება აჭარას, აქ დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როგორც გურიაში _ ფასმა ათი თეთრით დაიკლო. [sexy_author_bio]