- ნოემბერი 25, 2024
წინასწარი მონაცემებით, სამტრედიაში “ოცნების” კანდიდატმა პაატა კოხრეიძემ გაიმარჯვა
- ოქტომბერი 30, 2021
- , სამართალი
წინასწარი მონაცემებით 54- ე სამტრედიის ოლქში ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი იმარჯვებს. მეორე ტური სამტრედიაში ბაში- იანეთის საარჩევნო ოლქში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ალექსანდრე და პაატა კოხრეიძეები დაუპირისპირდნენ. სოფელ იანეთის 23 - ე უბანში 246 ხმა მიიღო პაატა კოხრეიძემ, 219 ხმა -ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ალექსანდრე კოხრეიძემ. სოფელ ბაშის 27- ე საარჩევნო უბანზე 273 ხმა მისცა პაატა კოხრეიძეს ამომრჩეველმა, ხოლო ალექსანდრე კოხრეიძეს- 169 ამომრჩევლმა. სოფელ ბაშის 48- ე უბანზე ,, ოცნების" კანდიდატმა 228 ხმა აიღო, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა- 178 ხმა. წინასწარი მონაცემებით სამტრედიაში პაატა კოხრეიძემ გაიმარჯვა. [sexy_author_bio]