შაბათი, ივნისი 06, 2026

გურიანთის ცენტრში ნაძვი უნებართვოდ მოჭრეს


გურიანთის ცენტრში ნაძვი  უნებართვოდ მოჭრეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ცენტრში მრავალწლოვანი ნაძვი მოჭრეს. როგორც გავარკვიეთ, მრავალწლოვანი წიწვოვანი იქვე არსებული მაღაზიის (ნაგებობა საკუთრებაშია) მფლობელმა, თენგო კაპანაძემ მოჭრა იმ მიზეზით, რომ „წაფერდებული“ იყო. _ეს ნაძვი დაზიანებული იყო, აქეთ გადმოფერდებული. ამიტომ მოჭრეს. დანარჩენებს არავინ მოჭრის, მაღაზიის პატრონმა იცის, რომ მოჭრა არ შეიძლება _ გვითხრეს იქვე, მაღაზიის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა, რომლებიც კედლებს ლესავდნენ. _თუ იცის, რომ მოჭრა არ შეიძლება, რატომ მოჭრა და დახერხა? _ ლპებოდა, წაფერდებული იყო, _ კვლავ გაიმეორეს მუშებმა. „გურია ნიუსი“ მუნიციპალიტეტის მერის წარმოადგენელს , გია ფასიეშვილს დაუკავშირდა: _ არაფერი ვიცი, მივალ ახლავე და გავარკვევ, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ამჯერად თენგო კაპანაძეს დაიუკავშირდა. _გამხმარი იყო, ლპობა აქვს დაწყებული. წაფერდებული და ამიტომ მოვჭერი. თორემ აქ ისეთ „კარგ სიტუაციაას“ ვაკეთებ, რაც მეტი ნაძვები და ხეები იქნება, მჭირდება. კარგადც არ დააკვირდი, ეტყობა, თორემ ხმობა აქვს დაწყებული. _თუ ასე დაზიანებული იყო, მიმართეთ ვინმეს? აღრიცხვა თუ მოხდა. თუ მიადექი და პირდაპირ მოჭერი? _კი , პირდაპირ მოვჭერი. არავისთვის მითქვამს. მე მიქმნიდა საფრთხეს. რომ არ იფიქროთ, რომ სახერხზე მიმაქვს ან სადმე, თუ ვინმე გაჭირვებულია, გამოუშვით და მივცემ. ზოგს „პოლი“ არ აქვს შინ... -სანამ მოჭრიდით, ეს თავად უნდა შეგეთანხმებინათ მუნციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან და შეგიძლიათ, ახლაც მიმართოთ. არ უნდა მოგეჭრათ ასე ხელაღებით. _მანდამაინც უნდა დამცემოდა? _ კვლავ თავი იმართლა კაპანაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია