- ნოემბერი 25, 2024
დაშავებულია 47 ჟურნალისტი
- ივლისი 05, 2021
- , სამართალი
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად, ამ დროისთვის, მედიასაშუალებების 47 თანამშრომელია დაშავებული _ ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 მედიასაშუალების წარმომადგენელი. მათ შორისაა, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მერაბ ცაავა. კერძოდ, დაშავებულები არიან: „ინტერპრესნიუსის“ 1 თანამშრომელი, ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი; “პალიტრანიუსის” 1 ოპერატორი რომა ტარუღიშვილი; "რუსთავი 2"-ის 8 თანამშრომელი _ ოპერატორები: შოთა სიკინჭალაშვილი, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ნიკოლოზ ურუშაძე და ჟურნალისტები: მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია, სალომე ბოკუჩავა. “ტვ პირველის” 3 თანამშრომელი _ ოპერატორები: ალექსანდრე ლაშქარავა, ლევან ბრეგვაძე, ასევე ჟურნალისტი გუგა მაისურაძე; “ფორმულას” 9 თანამშრომელი _ ჟურნალისტები: რატი წვერავა, გუგა დვალიშვილი, ლუკა ხაჩიძე, გიორგი გაბუნია, ნინო ვარძელაშვილი, ასევე ოპერატორები: ზაზა კაპანაძე, გიორგი მაისაშვილი, ნიკოლოზ ქალიაშვილი, ლექსო ხომასურიძე და ფოტოგრაფი ვახო ქარელი; “მთავარი არხის” 11 თანამშრომელი _ ჟურნალისტები: დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი, თორნიკე ბარნაბიშვილი, ნათია ქოქოსიძე, თაკო ლეკვეიშვილი, ასევე ოპერატორები: ვაჟიკო ჩხაიძე და ლევან აბლოთია; “იმედის” 2 თანამშრომელი _ ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი და ოპერატორი შოთა კირვალიშვილი; პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი; აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი; “რადიო თავისუფლების” 3 თანამშრომელი: ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და თამუნა ჩქარეული, ასევე ოპერატორი დათო ქორიძე; “გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა; on.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე; “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია; "ტაბულას" ჟურნალისტი მაკო ჯაბუა; "ნიუპოსტის" ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე; CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე.