შაბათი, ივნისი 06, 2026

ბოვშების კეთებას მაგენი არ ესწრებიან და მშობიარობას მაინც დაესწრონ, _ ინტერვიუ ოტია იოსელიასთან


ბოვშების კეთებას მაგენი არ ესწრებიან და მშობიარობას მაინც დაესწრონ, _ ინტერვიუ ოტია იოსელიასთან

ოტია იოსელიანისგან ინტერვიუს იღებს ერთ-ერთი ჟურნალისტი: – ბატონო ოტია, რას ფიქრობთ ამ ახალ ქართველებზე, მეუღლეთა მშობიარობას რომ ესწრებიანო. – ნამეტანი კაის ვფიქრობ, ბატონო, – პასუხობს ოტია, – ბოვშების კეთებას მაგენი არ ესწრებიან და მშობიარობას მაინც დაესწრონ, მამობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა განიცადონო. არ მოეშვა ჟურნალისტი და ეკითხება: - ეს გასაგებია, მაგრამ, პოლიტიკოსებზე რას იტყვით? - ხო, მაგენი მტრედებივით არიანო, პასუხობს მწერალი – დაუკვირდი, კაცო, ჯერ, სანამ მიწაზე დაბოდიალობენ, ჩვენი ხელიდან კენკავენ საკენკს, მერე კი, რომ აფრინდებიან, პირველი ჩვენ გვასკლინტავენ თავზე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია