შაბათი, ივნისი 06, 2026

ახალი თხილი ჩასაბარებლად ვარგისია – ფასი კი გაურკვეველი


ახალი თხილი ჩასაბარებლად ვარგისია – ფასი კი გაურკვეველი

გურიაში თხილის ახალი მოსავლის აღება მალე დაიწყება. ქეჩხოსგან მარცვალი უკვე კარგად ირჩევა. ოზურგეთში აქა-იქ უკვე დაიწყეს მიღება. ფასს რაც შეეხება, რომელიც ასე აინტერესებს დიდ-პატარას, „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ზოგან ერთი კილოგრამი 1,50 ლარი ღირს, ზოგან კი -სამი ლარიც! როცა მეთხილე ოპერატორებთან ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, ირონიული პასუხებიც მივიღეთ. _სად ღირს სამი ლარი? ვიღაცა თუ მოირბენს და ზღვაზე, დამსვენებლებთან გასაყიდად უნდა თხილი, შემთხვევითობის წყალობით, ალბათ, გაყიდის სამ ლარად. ისე კი 1,50 ლარად იბარებენ , აქა-იქ. მოგინდათ ახლა სამი ლარი დასაწყისშივე. ნეტა, იყოს, ჩვენც გვინდა, მაგრამ სადაა? - გვიპასუხეს თხილის მიმღებ პუნქტებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ წელს გურიაში თხილის უხვი მოსავალია. თუმცა, მოსახლეობაში განწყობა მაინც პესიმისტურია -მაღალ ფასს არ ელოდებიან. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია