- ნოემბერი 25, 2024
აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების მაშველები გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ
- ივლისი 23, 2022
- , სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმდინარე წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისთვის მაშველები დააჯილდოვა. სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების მაშველებს - ზაზა ბუკიას, ირაკლი გოგუაძეს და ირაკლი ცინცაძეს. თბილისის წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა - მალხაზ აბესაძემ კი სპეციალური ჯილდო მიიღო. თითოეულმა მათგანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენიმე რთული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.