პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტებული"
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე ოპოზიცია პირდაპირ დადიოდა დერეფნებში ევროპულ სტრუქტურებში და უპირისპირდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა