პოლიტიკა
„დღეს, აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წელს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ემთხვევა, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში, თავი იგრძნოს თანასწორად"-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა