პოლიტიკა
"საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა უნდობლობას აჩენს და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დეფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ",_ ამის შესახებ პარტია "გახარაია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა