პოლიტიკა
"ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერის კლიპის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც შესარჩევი კოკოკურსის ერთ-ერთი მონაწილისთვის, თათია კობალაძისთვის დაწერა სიმღერა:
"მოკლედ, დღეს ოფიციალურად გამოცხადდა "ევროვიზიის" პროდუქტი, აქამდე ველოდებოდი, ვიცოდი, მაგრამ ველოდებოდი ოფიციალურობას და მეც ოფიციალურად ჩავრთე "ლაივი", ჩემი კარიერის ისტორიაში ერთხელ, ჩემი სურვილით, სალომე გასვიანის სურვილით მივიღეთ "ევროვიზიაზე" მონაწილეობა და მაშინ შევქმენით ძალიან მაგარი მელოდიური სიმღერა, რომელიც სალომემ ძალიან შესანიშნავად იმღერა და კარგად წარადგინა, მაშინ შესარჩევ კონკურსში საქართველოში დიანა ღურწკაია მონაწილეობდა და ჩვენ მეორე ადგილზე გავედით