- მარტი 01, 2026
უკრაინელებმა მოკლეს ოსი სეპარატისტი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის უშუალო წამებაში მონაწილეობდა
- მარტი 23, 2025
- , პოლიტიკა
"უკრაინელებმა მოკლეს ოსი სეპარატისტი, ყაზბეგ ტიმოვი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის უშუალო წამებაში მონაწილეობდა ",_ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა ავრეცლებს. "უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი. ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!",- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის: გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.