- მარტი 01, 2026
რეკორდსმენი ბაგეტი
- მარტი 04, 2025
- , პოლიტიკა
ცოტა ხნის წინ, ფრანგმა მეპურეებმა 140 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს რეკორდი იტალიელებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ჯერ კიდევ 2019 წელს თითქმის 133-მეტრიანი ბაგეტი გამოაცხვეს. ამიტომ, 12-მა პარიზელმა მეპურემ გადაწყვიტა, რომ ეს რეკორდი სწორედ მათ ქვეყანას უნდა ეკუთვნოდეთ და საქმეს შეუდგნენ. მათ რეკორდის დამყარება ნამდვილ შოუდ გადააქციეს - ცხობის პროცესის ნახვა ყველა მსურველს შეეძლო. ბაგეტის გამოსაცხობად მათ 14 საათი დასჭირდათ. მათი მიღწევა გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამის შემდეგ, ბაგეტი გაჭრეს და დამსწრეებს დაურიგეს.