- მარტი 01, 2026
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში სეიდ იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა
- ივნისი 19, 2021
- , პოლიტიკა
ირანის, მე-13 საპრეზიდენტო არჩევნებში სეიდ იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას iribnews.ir ავრცელებს. ირანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ხმების 90 % -ის მიხედვით, სეიდ იბრაჰიმ რაისიმ 17,8 მილიონი ხმა აიღო, მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ - 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ირანის მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართა. კენჭისყრის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 00:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი აქტივობის გამო ხმის მიცემა „ბოლო ამომრჩევლამდე“, 02:00 საათამდე გაგრძელდა. არჩევნებში მონაწილეობა 28,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის, პირველივე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 50%+1 ხმა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური 25 ივნისს გაიმართება. ირანის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. მერაბ ცაავა