შაბათი, ივნისი 06, 2026

გურია ნიუსი


გურია ნიუსი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს. ჩოხატაურში - 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დაბლაციხეს,ბახმაროს,საჭამიასერს,კოხნარსა და მიმდებარე სოფლებს. ოზურგეთში - 09:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ნატანებს,ნაღობილევს,ლიხაურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს თაყაიშვილის,კალანდარიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს. ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია