- მარტი 01, 2026
ფრანგული ტურნირის ქართული ფინალი და ლანჩხუთელი შოთაძის ვერცხლი
- იანვარი 20, 2020
- , პოლიტიკა
საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გამართულ „ანრი დეგლანის“სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 67 კგ. წონით კატეგორიაში ფინალური ეტაპი ქართველ მოჭიდავეებს შორის გაიმართა. მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღზრდილმა გიორგი შოთაძემ ყაზახი კეპისბაევი 10:4 დაამარცხა, ფინალში თანაგუნდელ რამაზ ზოიძესთან მოუწია ასპარეზობა და 8:0 დამარცხდა. ჯამში, ამ წონით კატეგორიაში ფრანფული ტურნირის გამარჯვებული რამაზ ზოიძე გახდა, ხოლო ლანჩხუთელი ფალავანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.