შაბათი, ივნისი 06, 2026

ძლიერი მიწისძვრა მიანმარში_ დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა


ძლიერი მიწისძვრა მიანმარში_ დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

მიანმარში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს გადასცდა. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია 2 300-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა დიდი ნაწილი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიშია, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოსაა. სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ინფორმაციისთვის, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 28 მარტს მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია