- მარტი 01, 2026
აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ნაც.მოძრაობის წევრი
- ივნისი 20, 2021
- , პოლიტიკა
აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, დაკავებულია 7 პირი, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბონდო თედორაძე. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. აქციას ბრალდებული ძმების-წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ და 7-ვე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.