შაბათი, ივნისი 06, 2026

აგვისტოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ტურნირი ფრენბურთში


აგვისტოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ტურნირი ფრენბურთში

მერაბ ახობაძის, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილის და მურთაზ ირემაძის სახელობის ტურნირი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით და მერიის და საკრებულოს მხარდამჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ: კოხნარის, გუთურის, დაბა ჩოხატაურის, გოგოლესუბნის ადმინისტრაციული ერთეულების, სოფ ბუკნარის, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გუნდები. ტურნირში I ადგილი ზედიზედ მესამედ ბუკნარის გუნდმა დაისაკუთრა, რომელიც თასით, სიგელით და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა; II და III ადგილები კოხნარის და გუთურის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა გაინაწილეს და სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ; IV ადგილზე მერიის გუნდი გავიდა, ტურნირის საუკეთესო ფრენბურთელის ტიტული და სიგელი კოხნარის გუნდის ფრენბურთელმა გიორგი სიხარულიძემ დაისაკუთრა, ხოლო ტურნირის აქტიური მხარდაჭერისთვის სიგელი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გიორგი პაიჭაძეს ხვდა წილად.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია