- მარტი 01, 2026
USAID-ს მომავალი საქმიანობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
- მარტი 29, 2025
- , პოლიტიკა
უკვე ოფიციალურად, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფაქტობრივად შლის და მის ზოგიერთ ფუნქციას სახელმწიფო დეპარტამენტი შეითავსებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ამერიკული მედიის ცნობით, სააგენტოს რეორგანიზაცია პირველ ივლისამდე განხორციელდება. ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ი დაადანაშაულა გადასახადის გადამხდელთა ფულის არასწორ მართვაში და საზღვარგარეთული პროგრამების დაფინანსებაში, რაც არ შედის აშშ-ს ინტერესებში. USAID-ის ამჟამინდელი, ყოფილი თანამშრომლები და დახმარების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სააგენტო იდეალური არ არის, მაგრამ აკმაყოფილებს სასიცოცხლო ჰუმანიტარულ საჭიროებებს და აძლიერებს ამერიკის რბილ ძალას.