შაბათი, ივნისი 06, 2026

“ლიბერთი ბანკი” მხარს უჭერს ქართველ პარაოლიმპიელებს (R)


“ლიბერთი ბანკი” მხარს უჭერს ქართველ პარაოლიმპიელებს (R)

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ. 9-18 მარტს კორეაში, ქალაქ პიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, სადაც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს. 9 მარტს, ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად წარადგენს. ორი ქართველი პარაოლიმპიელი _ თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას "ლიბერთი ბანკი" უზრუნველყოფს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია