შაბათი, ივნისი 06, 2026

“გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი”- ბაჩო ახალაძე


“გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი”- ბაჩო ახალაძე

დიდთოვლობის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხნარი გარესამყაროს მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია "ცვლილებებისათვის" წარმომადგენელი, ბაჩო ახალაძე ავრცელებს. "ფიზიკურად გადაადგილება არის შეუძლებელი..... გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი.... არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდება საკვები, მედიკამენტები, ასევე არის სახლების ნგრევის დიდი ალბათობა...."_ წერს სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია