შაბათი, ივნისი 06, 2026

რატომ გვინდება ხშირად ტრანსპორტში ძილი


რატომ გვინდება ხშირად ტრანსპორტში ძილი

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ჩახუთულ შენობაში ხშირად ვამთქნარებთ და თვალები გვეხუჭება. რატომ ხდება ასე? მომატებული ძილიანობა ცუდად განიავებულ შენობაში აიხსნება ორი მიზეზით. ჟანგბადის უკმარისობის გამო ტვინი ენერგეტიკულ შიმშილს განიცდის, რის გამოც მისი აქტივობა ქვეითდება. ნახშირორჟანგის რაოდენობა გავლენას ახდენს ნერვული უჯრედების აღგზნებაზე. მისი სიჭარბის შემთხვევაში ყველა სიგნალი ტვინისკენ და მისგან ნელა გადაიცემა. რეაქციის მსგავსი შეფერხება კი ძლიერ ჩამოჰგავს მთვლემარე მდგომარეობას და მასში ადვილად გადადის. ძილის წინ ოთახი აუცილებლად გაანიავეთ. სრულფასოვანი დასვენებისთვის თქვენს ნერვულ სისტემას ესაჭიროება ჟანგბადით მდიდარი სუფთა ჰაერი. მისი დეფიციტის დროს ვერ გამოიძინებთ, ასევე შესაძლებელია ასეთ დროს თავის ტკივილი და გაღიზიანებულობა აღმოცენდეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია