შაბათი, ივნისი 06, 2026

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს


მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. დადასტურებული ინფორმაციით, ნაპოვნია ტყუპი დების ცხედრები. ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია