შაბათი, ივნისი 06, 2026

ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები- რა ხდება თელავში


ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები- რა ხდება თელავში

თელავის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი სადენების დაზიანება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია