- სექტემბერი 09, 2024
დიდი ბრიტანეთის სელჩო _ მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება
- იანვარი 19, 2022
- , კულტურა
მითებს, ტყუილს და დეზინფორმაციას ვუპირისპირებთ სიმართლეს“ - წერს "ფეისბუქზე" საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს. როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება: "სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი", _ წერს საელჩო. [sexy_author_bio]