- სექტემბერი 09, 2024
ბოლო ზარი ჩოხატაურში
- მაისი 20, 2025
- , კულტურა
დღეს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება. სწავლის დასრულებას აღნიშნავენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაშიც. დილას მეთორმეტე კლასელებმა ერთმანეთს თეთრ ზედებზე სიმბოლური წარწერები გაუკეთეს. "ხალისიან განწყობაზე ვამთავრებთ სკოლას. წარმატებებს ვუსურვებთ ყველას",_ გვითხრა ნიკო მარის სახელობის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი თოდრაძემ.