შაბათი, ივნისი 06, 2026

აფეთქებას რკინიზგის სადგურზე 24 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)


აფეთქებას რკინიზგის სადგურზე 24 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი. ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბელუჯების გათვისუფლების არმიამ, სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელსაც ბელუჯისტანის რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობა სურს. "სამიზნე ქვეითი ჯარის სკოლის სამხედრო პერსონალი იყო", - თქვა ბელუჯისტანის პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა. პაკისტანში ბოლო პერიოდში სეპარატისტების თავდასხმებმა იმატა. ბელუჯისტანში აგვისტოში 73 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სეპარატისტები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებებს, რკინიგზასა და მაგისტრალებს. წყარო: რადიო თავისუფლება



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია