შაბათი, ივნისი 06, 2026

“ლიბერთი ბანკს” “ბაზის ბანკი” ყიდულობს – ეროვნული ბანკი საკითხს სწავლობს


“ლიბერთი ბანკს” “ბაზის ბანკი” ყიდულობს – ეროვნული ბანკი საკითხს სწავლობს

საქართველოს ეროვნული ბანკის გავრცელებული ინფორმაციით, "ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკს" ყიდულობს. "საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს. დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: [email protected]",_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია