- სექტემბერი 09, 2024
“ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი
- ივნისი 09, 2025
- , კულტურა
"რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას. რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!"_ წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი. ცნობისთვის, დღეს თინა ბოკუჩავამ განაცხადა რომ მის მეუღლეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა.