- ნოემბერი 04, 2023
ვაგნერის დამფუძნებელი ზელენსკის ბახმუტიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს
- მარტი 03, 2023
- , ფინანსები
ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელი და ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ბახმუტს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს გასცეს დონეცკის ქალაქ ბახმუტიდან ჯარის გაყვანის ბრძანება. "PMC Wagner-ის ქვედანაყოფებმა თითქმის ალყა შემოარტყეს ბახმუტს, დარჩა მხოლოდ ერთი გზა", - უთხრა მან ზელენსკის ბახმუტის ჩრდილოეთ გარეუბანში გადაღებულ ვიდეოში და გამოაქვეყნა ის სოციალურ მედიის არხებზე. ,,უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან, მაგრამ ბახმუტთან მათი სიცოცხლე ხანმოკლეა - ერთი-ორი დღე. მიეცით მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება. ქალაქი ფაქტობრივად გარშემორტყმულია“, - თქვა პრიგოჟინმა. [simple-author-box]