შაბათი, ივნისი 06, 2026

„უკვდავების ელექსირი“


„უკვდავების ელექსირი“

„უკვდავების ელექსირი“ არა მარტო აძლიერებს იმუნიტეტს, სიცოცხლესაც ახანგრძლივებს, მინიმუმ, 10-12 წლით. ვიტამინების ეს ნაზავი ორგანიზმზე დადებითად, მასში შემავალი ნატურალური პროდუქტების წყალობით მოქმედებს და კიდევ იმიტომ, რომ არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა საკვებ დანამატებს. ინგრედიენტები: ქიშმიში – 200 გრ. კურაგა – 200 გრ.. ლეღვის ჩირი – 200 გრ. ქლიავის ჩირი (უკურკო) – 200 გრ. ლიმონი (დიდი) – 2 ცალი ნიგოზი – 200 გრ. ნუში –200 გრ. თაფლი (თხევადი) – 200 გრ. მომზადების წესი: 1. გარეცხეთ ჩირი კარგად ცივი წყლით, მოათავსეთ თუშფალანგში და გადაავლეთ მდუღარე წყალი. შემდეგ ისევ ცივი, თუშფალანგში ან დიდ თასში ჩაფინეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცი და გაშალეთ ჩირი 1 ფენად. ასე გააჩერეთ იქამდე, ვიდრე კარგად არ გაშრება. 2. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი, ლიმონის და თაფლის გარდა. გამოწურეთ ლიმონის წვენი და დაამატეთ გატარებულ ჩირს და ნიგოზს. დაამატეთ თაფლი, კოვზით კარგად შეურიეთ ერთმანეთს და დააბლენდერეთ. 3. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში > თავზე ჰერმეტულად დაახურეთ > შეინახეთ მაცივარში. რეცეპტში მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით, 1 კგ-ზე მეტი პასტა გამოდის და ამიტომ, 2 ლ. ქილა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მას, სახურავის ნაცვლად, სამზარეულოს აპკი გადააკრათ და მაცივარში ისე შეინახოთ. მიღების წესი: 1 ს.კ. – უზმოზე და 1 ს. კ. ძილის წინ (ჭამამდე და ჭამის შემდეგ, მინიმუმ 30 წთ-ით ადრე და გვიან. გაითვალისწინეთ, რომ დროის ეს ინტერვალი დაცული უნდა იყოს კბილის პასტასთან მიმართებაშიც) როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით. ბავშვებისთვის, 3 წლის ასაკიდან, რეკომენდებული დოზაა: 1 ჩ. კ. – დღეში 2-ჯერ. მიღების ხანგრძლივობა 6 თვე, წლის ცივ სეზონზე, – ოქტომბრიდან – მარტის ჩათვლით. ნატურალური ვიტამინების ნაზავის ერთადერთი უკუჩვენება — რეცეპტში შემავალი კომპონენტებისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობაა. მაგ., ნიგოზი, ლიმონი და თაფლი ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია