შაბათი, ივნისი 06, 2026

თხილის ფასი 50 თეთრით დაეცა:  „კრეფა  არ დაწყებულა და უკვე გვახრჩობენ“


თხილის ფასი 50 თეთრით დაეცა:  „კრეფა  არ დაწყებულა და უკვე გვახრჩობენ“

დღეს, დილიდან, ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს 2,50 ლარად იბარებდნენ. ისიც აქა-იქ, ცალკეულ პუნქტებში. _ფული არ გვაქვს! ვერ ჩავიბარებთ! ფასი დააგდეს! _ ბუზღუნებდნენ თხილის მიმღები ოპერატორები. _ჯერ კრეფის სეზონი არ დაწყებულა წესიერად და უკვე გვახრჩობენ! ამ ქვეყანაში თხილის საქმე არასდროს არ გამოსწორდება! _კიდევ უფრო უარესად ბუზღუნებენ სოფლიდან ჩამოსული ქალბატონები, რომელთაგან ზოგს უკან მიაქვს ჩასაბარებლად ჩამოტანილი თხილი. -„შტირობიას“ (რკინის თვითნაკეთი ღარისებური ხელსაწყო, რომლითაც ტომრიდან თხილს იღებენ. ავტ.) როდის იწყებთ, ბარემ მაგიც გუუყარეთ ტომრებში, თქვე სამარცხვინოებო, _ უკანმოხედავად ყვიროდა ერთი მამაკაცი, რომელმაც ორლარნახევრად ჩაბარებულ თხილში აღებული ფული უკმაყოფილოდ დათვალა, ტომარა დაფერთხა და ჩქარი ნაბიჯით ავტოსადგურისკენ გასწია. თუ როგორი ფასი ექნება თხილს უახლოეს დღეებში, მიმღებმა ოპერატორებმა არ იციან. _გული კარგს არაფერს გვეუბნება, _ გვითხრეს მათ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია