შაბათი, ივნისი 06, 2026

ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება


ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისის 10:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. "საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური - ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით. პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება," - წერია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია