შაბათი, ივნისი 06, 2026

თევზის ფილეს სალათი


თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ერთ ფენად ჩავაწყოთ სასალათეში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. შემდეგ ისევ ფილე მოვაწყოთ. მესამე ფენად მოვაწყოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული წითელი ჭარხალი. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შავი პილპილი და მოვასხუროთ ძმარი. ბოლოს მოვასხათ ასეთი წესით მომზადებული სოუსი: ერთ სუფრის კოვზ მდოგვის საწებელს შევურიოთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი და ერთი სუფრის კოვზი ძმარი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია