შაბათი, ივნისი 06, 2026

საცურაო აუზზე 21 ადამიანი მოიწამლა (უცხოეთი)


საცურაო აუზზე 21 ადამიანი მოიწამლა (უცხოეთი)

ერთ-ერთ საცურაო აუზზე 21 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 4 ბავშვია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა euronews-ის ინფორმაციით, ვარშავაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანების მოწამვლა აუზში, წყალში ქლორის მაღალმა შემცველობამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა დაადგინა, რომ აუზის ფსკერზე ქლორის შემცველობა დაშვებულ ნორმას 10-ჯერ, ხოლო ზედაპირზე სამჯერ აღემატებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აუზში ქლორის მაღალი შემცველობა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ აუზის სამი თანამშრომელი დააკავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია