შაბათი, ივნისი 06, 2026

ოზურგეთის ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება: „პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული მიმართულებაა“


ოზურგეთის ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება: „პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული მიმართულებაა“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წლის ოზურგეთის ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. აქამდე ბიუჯეტის განხილვა კომისიებში მიმდინარეობდა. საფინანსო-საბიუჯეტო და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიების ერთობლივ სხდომაზე მსჯელობისას, მრავალ კითხვას უპასუხეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა. უკვე ცნობილია პრიორიტეტები და პარამეტრები. საკრებულოს წევრებმა შეიმუშავეს დადებითი დასკვნა. _ოზურგეთის ბიუჯეტი 2025 წელს იქნება 43 მილიონ 400 ათასი ლარი. ის განსაზღვრულია შვიდი პრიორიტეტით და როგორც ყოველთვის, პირველი აქედან იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულება, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო განყოფილების გამგემ, გია ცაგანავამ. წლის ბოლო საკრებულოს სხდომა 25 დეკემბერს შედგება და ვრცლად გიამბობთ 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია