შაბათი, ივნისი 06, 2026

მასკმა ტრამპისთვის დაწესებული Twitter-ის აკრძალვა გააუქმა


მასკმა ტრამპისთვის დაწესებული Twitter-ის აკრძალვა გააუქმა

ელონ მასკმა დონალდ ტრამპს ტვიტერზე დაწესებული აკრძალვა მოუხსნა. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება მასკმა ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ მიიღო. „ხალხმა ისაუბრა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და თქვა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა მისცა აკრძალვის გაუქმებას. ცნობისთვის, ტრამპის ანგარიში 2021 წელს შეჩერდა ძალადობის წაქეზების რისკის გამო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია