შაბათი, ივნისი 06, 2026

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი


კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ადვილად მიიღებთ გავლენიანი პირების მხარდაჭერას. მომხიბვლელობა, ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა გადაწყვიტოთ ახალი საქმის დაწყება. სასიყვარულო ან საოჯახო კავშირი კი, შესაძლოა სხვების განხილვის საგნად იქცეს. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის და მომავლის საქმიანობის დასაგეგმად. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით, სხვის ფულს საქმისთვის ნუ გამოიყენებთ და თავი აარიდეთ კრედიტების აღებას. საყვარელ ადამიანთან თუ არ იქნებით თბილი და გულღია, შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მჭიდრო და სანდო გახდება, რაც შეგმატებთ ქმედითუნარიანობას. სწრაფი წინსვლისა და წარმატებისათვის, ეცადეთ განთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან. კარგი იქნება, თუ დროს დაუთმობთ ჯანმრთელობის გაკაჟებას. შესაძლოა ახდეს თქვენი სანუკვარი ოცნება. ბევრ მოულოდნელ ამბავს შეიტყობთ, მაგრამ არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, სჯობს არაფერი არ შეცვალოთ. პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და თავდაჭერაა რეკომენდებული. კარიერასა და პირად ცხოვრებაში აღმავლობის მოსამზადებელი პერიოდია. უცხო ადამიანებთანაც კი, ადვილად მოიპოვებთ პატივისცემას. კარგი დროა მოგზაურობისთვის. სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონიისთვის მოგიწევთ დათმოთ პრინციპული პოზიციები. ამ პერიოდში გადადებული ნებისმიერი საქმე, შემდგომ პრობლემებს შეგიქმნით. ნუ დაიწყებთ რადიკალურ ცვლილებებს, ნურც საქმეებში და ნურც პირად ცხოვრებაში. ეცადეთ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. კარგია დიეტის დაწყება ან გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. ახლობლებთან საერთო საქმეების კეთებისას შესაძლოა აუცილებელი გახდეს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. მოერიდეთ ვალებისა და კრედიტების აღებას და აკონტროლეთ ხარჯები. მოგზაურობები შედეგიანი აღმოჩნდება. სასიყვარულო პარტნიორებთან კი, საკუთარი პოზიციები არგუმენტების დახმარებით გაამართლეთ. კეთილგანწყობით ადვილად გადალახავთ ეგოიზმს და მიაღწევთ საწადელს. შესაძლოა გაგიჩნდეთ არაჩვეულებრივი იდეები, გრანდიოზული გეგმები, თუმცა მათი განხორციელება სჯობს გადადოთ. შესაძლოა, მოგიწიოთ უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობა, რაც კარგ შემოსავალს გპირდებათ. მშვილდოსანი ♐ მოიმატებს იღბლიანობა, გაძლიერდება ინტუიცია. თუმცა, დამოუკიდებლად ჩანაფიქრების შესრულება გაგიჭირდებათ. აქტიურად დაიწყეთ პარტნიორებისა და თანამოაზრეების ძებნა. სასიყვარულო ურთიერთობების მომავალი კი, თქვენზე იქნება დამოკიდებული. ენერგობალანსი დაიწყებს კლებას. არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად და ხშირად დაისვენეთ. არ აჰყვეთ ცდუნებებს და თავი შეიკავეთ რისკისგან. პირად ურთიერთობებში კი, მეტი სიფრთხილე გმართებთ. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს. კოლეგებთან ჰარმონიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ საქმეების დროულად და ხარისხიანად შესრულებაში. კარგია მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების დადება. გადაადგილებები, მოგზაურობები და ახალი ადამიანები, თქვენს ცხოვრებას გაახალისებს და ახალ, საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გაიზრდება და მოგინდებათ მეტი სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობები. გაიზრდება შემოსავალიც, თუმცა ამისათვის შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი სამუშაოს შესრულება. კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, დაიცვათ სამართლიანობა. კარგი პერიოდია სიყვარულისათვის და დასვენებისათვი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია